საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა.

„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდი ფოსტის განვითარების დაფინანსების მსოფლიო მასშტაბის პლატფორმაა. ფონდის მიზანია, განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დანიშნული ოპერატორების საფოსტო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

„უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭო შედგება 11 წევრი ქვეყნისგან. აღნიშნული ქვეყნებია: საქართველო, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ტუნისი, საფრანგეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ჩილე, ტაილანდი.

2022 წლის 4 მაისს, საქართველო თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად შეირჩა კენჭისყრის საფუძველზე. „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე ერთხმად იქნა არჩეული და დანიშნული 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მიენიჭა შვეიცარიას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო