გია გაჩეჩილაძე - მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს - მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების

მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს - მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების, - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.

მისი თქმით, ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სახალხო დამცველიც არის - „კი ბატონო ეს მთლიანი დიდი კამპანიაა, რომელიც ისახავს, თვითონ თქვა, ამ ქვეყანაში რყევებს და უბედურებებს“.

„მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს, მართლა მაინტერესებს ვფიცავ ყველაფერს. მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების.

არ ვიცი, სახალხო დამცველი გერქვას და მარტო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ფიქრობდე და გული გისკდებოდეს და სხვა ადამიანები ვითომც არც ყოფილან პატიმრები და არც არასდროს არ იქნებიან, ისე იქცეოდე, ეს ხომ ადამიანმა ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა. ეს ხომ საზოგადოებამ ხალხმა ყველაზე უფრო კარგად იცის. და ვერაფერი თუ დღეს ეს ლაპარაკი, შიგნიდან ავრევთ, გარედან ავრევთ, ასე ფიქრობენ, ვერ არევენ, იმიტომ, რომ გავლილი აქვს ხალხს 30 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი. იმ მდინარეში ისევ უკან არ დავბრუნდებით გამორიცხულია ეს ამბავი. გამორიცხულია და არც ჩვენ ქვეყანას არ ჩავითრევთ არანაირ ომში, ეს ვისაც როგორ არ უნდა უნდოდეს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა