ICR რე|ბანკის პარტნიორი გახდა

ICR უკვე რე|ბანკის პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ICR-ის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ასევე ავეჯის და სახლის აქსესუარების ბრენდულ მაღაზიებში, საქართველოს მასშტაბით, ტოპ|ქარდით გადახდისას დანახარჯი თვეებზე გადანაწილდება ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 10 %-ად.

რე|ბანკის ინფორმაციით, ICR-ის ბრენდული მაღაზიები, სადაც ტოპ|ქარდით იმოქმედებს 3 ან 6 თვიანი გადანაწილება.

კერძოდ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხარჯი ნაწილდება 3 თვეზე: „ბატა“, „ავ ლაბი“, „სკარპიერა“, „კორსო იტალია“, „ბამბინო“, „ეკკო“, „ჯეოქსი“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ჟაკადი“, „ოკაიდი ობაიბი“.

ავეჯი და სახლის აქსესუარები, ხარჯი ნაწილდება 6 თვეზე: „მობლერი“, „ლაბორატორია“, „ჩემი სახლი“, „კარე“.

შეგახსენებთ, რომ ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგურები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3ydFML8, ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში: თბილისი, პეკინის გამზირი #19; თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ; ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55; ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5.

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს