ზურაბ აბაშიძე - მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

მთაწმინდის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის მიზნით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, ნინო ჟვანიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ძალიან მალე მთაწმინდის რაიონში გაჩნდება კიდევ ერთი ახალი კეთილმოწყობილი სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცევა.

„მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონში იზრდება რეკრეაციული სივრცეების რაოდენობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში სკვერების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და გამწვანების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 1500 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას ითვალისწინებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინიციატივით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 630 000 ლარია.

სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად ადგილზე დამონტაჟდება ლედ განათლების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. კეთილმოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე თანამედროვე ატრაქციონებით, მოსასვენებელი პავილიონები და საფეხმავლო ბილიკები. ამასთან, არსებულ ტერიტორიაზე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება რულონური ბალახი. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს