ანა დოლიძე - თბილისის მერიის მიდგომა ავარიულ სახლებთან დაკავშირებით კვლავ არ შეცვლილა

თბილისის მერიის მიდგომა ავარიულ სახლებთან დაკავშირებით კვლავ არ შეცვლილა. ავარიული სახლები და კულტურული მემკვიდრეობები არის უმტკივნეულესი თემა, რომელიც წლებია აწუხებს თბილისს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიხილეთ ვერანაირი რეფორმა ან სისტემური წინსვლა იმისათვის, რომ ეს უსერიოზულესი პრობლემა გადაჭრილიყო,- განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, ამისთვის მერიას შესთავაზეს მრავალი მიდგომა, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში თბილისის მერიიდან გადაწყვეტილებები მიიღება დაგვიანებულად, რასაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლოს.

„ხალხისთვის“ პარტიის ლიდერმა დაათვალიერა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავარიული სახლი.

„ჭონქაძის ქუჩაზე ჩვენ დაგვხდა საშინელი მდგომარეობა. აქ მყოფი ადამიანები ყოველ დღე იმყოფებიან უდიდესი წნეხის ქვეშ განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მიწისძვრების შემთხვევებმა ძალიან იმატა. იმის მიუხედავად, რომ მერიამ თითქოსდა გამოთქვა სურვილი და მოითხოვა აზომვითი ნახაზების წარმოება, ეს პროცესი მიდის ძალიან ნელი ტემპით. როდესაც რაიმე შემთხვევის წინაშე დავდგებით ნამდვილად გვიანი იქნება. მხოლოდ მაშინ მოიკითხავს მერია თუ ვინაა პასუხისისმგებელი. წარმოუდგენელია ადამიანს ასეთ პირობებში უწევდეს ცხოვრება. მუდმივი წნეხის და შიშის ფონზე“,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ასეთი სახლები არის რამდენიმე ათეული, ანუ არ არის ის რაოდენობა, რომ მათ ეს საკითხი ვერ მოაგვარონ.

„მე მინდა მივმართო მერიას და საკრებულოს, საჭიროა პირველ რიგში აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ელექტრონული პლატფორმა, რადგან გამგებლებზე არ იყოს დამოკიდებული ინვესტორების შერჩევა. ამ პლატფორმაზე ინსვესტორს თვითონ უნდა შეეძლოს შესვლა, დათვალიერება და მოლაპარაკების წარმოება“, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო