არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართეს

არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრმა მანანა ანდღულაძემ განუცხადა, შეხვედრა შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია სულავასთან და ჯანდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ქეთევან თათოშვილთან.

მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიეწვდინათ ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეთხოვათ მისთვის, რომ გაეკეთებინა მკაფიო განცხადება სააკაშვილის მდგომარეობასთან შესახებ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებს სააკაშვილის შეწყალება არ მოუთხოვიათ.

როგორც ანდღულაძემ განმარტა, ადმინისტრაციას კონკრეტული პასუხი არ გაუცია მათთვის, უბრალოდ, მიაწოდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია, ახლა კი, იმედოვნებენ, რომ მათ მოთხოვნებს სალომე ზურაბიშვილი უახლოეს მომავალში განცხადებით უპასუხებს.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელის” შმაგი ჩოხელის განცხადებით, შეხვედრაზე პირადად თვითონ დაინტერესდა, რა პოლიტიკური ბერკეტი გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს იმ მოთხოვნის მიმართ, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა