აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა.

როგორც დიასამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაცია გულისხმობს 21-დღიან პროცესს და თუ ამ პერიოდში შეთანხმდება ვერ მოხდება, დასაქმებულებს გაფიცვის უფლება ექნებათ.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ განაცხადი. მედიაცია გულისხმობს 21-დღიან სამედიაციო პროცესს. ამ პერიოდში თუ მოხდა შეთანხმება, სამივე მხრიდან მოეწერება ხელი - სახელმწიფო, დასაქმებული და დამსაქმებელი. თუ არ მოხდა შეთანხმება, დასაქმებულებს ეძლევათ გაფიცვის კანონიერი უფლება.

წერილის შინაარსი შემდეგია - ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში, რომ ეს პროცესი, რასაც დამსაქმებელი სთავაზობს დასაქმებულებს, გაგრძელდეს ხელშეკრულების სახით სამი თვით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეძლებს და გაუჭირდება მუშაობა, მოლაპარაკების შედეგად კიდევ გაგრძელდეს სამი თვის შემდეგ. ასევე კომპანიამ არ მოახერხოს ხელაღებით ვადიანი თანამშრომლების გათავისუფლება და მათ ხარჯზე ეკონომიის გაკეთება. მესამე საკითხი ისაა, რომ 2021 წლის 26 მაისს გაფიცვის შემდეგ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ შეთანხმების გარკვეული პუნქტები ამ დრომდე არ შესრულებულა. ვითხოვთ ამ ხელშეკრულების აღსრულებას. შეთანხმებაში ეწერა ხელფასების ზრდა, კოლექტიური შეთანხმება, გარკვეული სახის ბენეფიტები - აქედან მხოლოდ ხელფასების მატების პუნქტი შესრულდა, სხვა დეტალები არ აღსრულებულა“,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა