საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის - დაგეგმილია თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის 4 ნომერში მდებარე შენობიდან ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში გადადის. უკვე დაგეგმილია თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შენობა ავარიულია და მისი რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, გეგმავს ჩიტაძის 4 ნომერში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ესპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. შესაბამისად, დაიგეგმა თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის 3 ნომერში მდებარე შენობაში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა