მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ - კურსის ახალ ნაკადში მიღება გრძელდება

კაფე „პიატოში“ „პალიტრას პრაქტიკული აკადემიის“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის მეექვსე ნაკადის სტუდენტებისთვის კურსის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავი საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მათ ორი თვის განმავლობაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი გაიარეს.

„ვფიქრობ, სტუდენტებისთვის გასული ორი თვე ახალი გამოწვევა იყო. იმედი მაქვს, ეს მათთვის ცხოვრების გზაზე გადადგმული ახალი ნაბიჯი იქნება. ისინი უკვე ეზიარნენ ჟურნალისტიკის საწყისებს და მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ,“ - განაცხადა მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსის ხელმძღვანელმა ნინო ტურაშვილმა.

„მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა პლატფორმაზე ეცადათ შესაძლებლობები და საკუთარი ადგილი ეპოვათ მედიაში,“ - აღნიშნა „პალიტრას პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორმა თეონა კუპატაძემ.

2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ პრაქტიკა ტელევიზიასა და რადიოში, სხვადასხვა ვებპლატფორმასა და კონტენტ მარკეტინგის დეპარტამენტში.

მარიამ მაზიაშვილი, მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსდამთავრებული: „პრაქტიკულ აკადემიაში ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. გვიტარდებოდა ძალიან საინტერესო ტრენინგები, სხვადასხვა მიმართულებით გავიარეთ პრაქტიკა.“

ნიკალა მახარობლიშვილი, მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსდამთავრებული: „პალიტრას პრაქტიკული აკადემია“ ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება იყო. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე, გავიარე სტაჟირება ნიუსრუმსა და ბეჭდურ მედიაში. ეს კი უდიდესი პრაქტიკა იყო ჩემთვის.“

მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება. ახალი სასწავლო კურსი კი 17 მაისს დაიწყება.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს