ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამიტომ მნიშვნელოვანია ღრმა ანალიზი და არა ზედაპირული მიდგომა

ინფექციონისტის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გიორგი კამკამიძის შეფასებით, კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა კორონავირუსის მართვას, ამიტომ მნიშვნელოვანია ღრმა ანალიზი და არა ზედაპირული მიდგომა. აღნიშნულით ის ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასწორი იყო მიდგომა, რომლის თანახმად "ჩვენ პანდემია ყველაზე კარგად ვმართეთ".

"ღრმა ანალიზია საჭირო და არა ზედაპირული მიდგომა. არაერთხელ აღვნიშნეთ პრობლემაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ზედმეტი ჰოსპიტალიზაცია იყო, ეს კი ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ ბუნდოვანი იყო ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, არ დაიწერა დროზე და არ მიეწოდა საავადმყოფოებს. ისინი ვერ იქნებიან პასუხისმგებლები ამის გამო. უფრო სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ძალიან დიდი ქაოსი იყო პაციენტების მართვასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ნაკადების მართვაზე. არ არის სწორი, ეს კლინიკის მენეჯმენტის დონეზე მოვითხოვოთ. ამ საკითხის კვლევა სათავიდან უნდა დავიწყოთ, იგივე მინისტრის ან კლინიკური ჯგუფის დონიდან, რომელიც ამ პროცესს მართავდა. ვფიქრობ, კლინიკურმა ჯგუფმა ვერ გაართვა თავი მართვას. ამ რგოლში გვქონდა ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ არის, რომ საქართველოში მაღალი სიკვდილიანობა გვაქვს. ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება და არა ზედაპირული, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვმართავთ ეპიდემიას. ეს ასე არ არის, აუცილებელია მიზეზების და პრობლემების გარკვევა, რაც კლინიკური მართვის პროცესში იყო",- აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.

ამასთან, მან რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაადრევი იყო.

"რასაკვირველია, კლინიკების შემოწმება ყოველთვის უნდა განხორციელდეს. წინასწარ დაანონსება, რომ ეს იყო გარკვეული რგოლის ბრალი, რომლის გაშვებაც მოყვა სამსახურიდან, ძალიან ნააადრევია, ვიდრე არ იქნება გამოკვლეული. ეს შეიძლება არ იყოს ამ რგოლის ბრალი, ვფიქრობ, უფრო სისტემური პრობლემაა მაღალ დონეზე. მენეჯმენტის ცვლილებით არ უნდა იყოს დაწყებული, ამ შემთხვევაში, უფრო მაღალ დონეზე უნდა მოხდეს ცვლილება",- აღნიშნავს კამკამიძე.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა