ივანე ჩხაიძე - ინფორმაცია გაჩნდა კორონავირუსის ახალ მუტაციებთან დაკავშირებით, ეს არის „ომიკრონის“ ქვე ვარიანტები, რომელიც მეტად გადამდებია - ჯერჯერობით საქართველოში ეს ახალი მუტაცია არ დაფიქსირებულა

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ინფორმაცია გაჩნდა კორონავირუსის ახალ მუტაციებთან დაკავშირებით. ეს არის კორონავირუსის, „ომიკრონის“ ქვე ვარიანტები, რომელიც უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ომიკრონი“, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში აღნიშნული ახლი მუტაცია არ დაფიქსირებულა.

„უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ინფორმაცია გაჩნდა კორონავირუსის ახალი მუტაციებთან დაკავშირებით. ეს არის კორონავირუსის, „ომიკრონის” ქვე ვარიანტები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად გადამდები არიან, ვიდრე „ომიკრონი”. ასე რომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ეს ახალი მუტაცია არ დაფიქსირებულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლომდე დაცული ვიქნებით ახალი შტამის გამოვლენისგან. მინდა ვიყოთ ისევ და ისევ ფრთხილად. მინდა ქვეყანას უსაფრთხო ზაფხული ჰქონდეს და ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა ვაქცინაცია. განსაკუთრებით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კორონავირუსის მესამე დამატებით ვაქცინაციაზე „ბუსტერ დოზაზე“. „ბუსტერ დოზა” საქართველოში 250 000 ადამიანს აქვს გაკეთებული, მაშინ, როდესაც ორი დოზით 1 260 000 ადამიანია ვაქცინირებული. როდესაც ვსაუბრობთ ზაფხულზე, პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს მომატებული რისკი გაზრდილი მობილობის და კომუნიკაციის გამო. ჩვენ მაისში გაკეთებული ვაქცინაცია, მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას თავი მაქსიმალურად დაცულად ვიგრძნოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს