ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი “ევექსის” ჰოსპიტალური ქსელის შემადგენლობაში აღარ შედის

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, რომელიც “ევექსის” ჰოსპიტალური ქსელის შემადგენლობაში 2015 წლიდან შედიოდა, ამიერიდან ოპერირებას დამოუკიდებლად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე თქმით, ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრი პაციენტებს ამიერიდან დამოუკიდებელი ჰოსპიტლის სახელით მოემსახურება.

“22-წლიანი ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც 83 საწოლზეა გაშლილი და ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ყველა ასაკის სეგმენტს ემსახურება, 2021 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე „ევექსის” ჰოსპიტალურ ქსელს, 36-ე დადგენილებით გათვალისწინებული ვადის დაცვით, 2022 წლის 21 აპრილიდან გამოეთიშა.

დოკუმენტი დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების (ნასყიდობის) შესახებ კლინიკის ყველა აქტივის, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონების მიწოდებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა