სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს - ჯორჯიამ“ მიიღო.

„2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა