კელი დეგნანი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ.

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის, მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა