ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინელებს - თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ და თქვნ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის აგრესიის სისასტიკე მსოფლიოს შოკში აგდებს. ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც კიევში ვიმყოფებოდი, ვიყავით ბუჩაში და ვნახეთ მასობრივი სასაფლაოები, მიცვალებულების ტომრები, დაჭრილები სახლებსა და საავადმყოფოებში, რომელიც დაბომბეს. საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს ომის დანაშაულებია, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად სჩადის. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით. ერთი მხრივ, არის სანქციები. გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სანქციების მეექვსე პაკეტი და ეს ღრმა დარტყმას აყენებს რუსულ ეკონომიკას. მისი მიზანია, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური ამ აგრესიისთვის.

მეორე არის ეკონომიკური დახმარება. ომის ათი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვყავით 4 მილიარდის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება. ჩვენ გავაკეთეთ 3.5 მილიარდის მობილიზება ევროკავშირში მყოფი ლტოლვილებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი კვირის წინ, ჩვენ უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 1.8 მილიარდის დახმარების დაპირება გავეცით. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მერგო პატივი, პირობა დავდო, რომ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს უკრაინის მოსახლეობისთვის, უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და იმედი მაქვს, ამას კიდევ მეტი დახმარება მოჰყვება. ის, რაც პრეზიდენტ ზელენსკისგან და პრემიერ შმიგალისგან მოვისმინე, თქვენ ითხოვთ პრაქტიკულ ნაბიჯებს. მართალი ხართ, უკრაინის რეკონსტრუქციას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი