ნიკა გვარამია სააკაშვილის საქმის პროკურორებსა და მოსამართლეს - ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება და რამე მოუვიდეს, სამივენი იქნებით თანამონაწილეები - რას აკეთებთ და სად მიდიხართ მერე?

ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება და ხვალ რომ რამე მოუვიდეს, სამივენი იქნებით თანამონაწილეები, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ე.წ. საზღვრის უკანონო საქმის კვეთის საქმის პროკურორებს და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს, რომელმაც სასამართლო სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გვარამიამ ნინო ჩახნაშვილთან საუბრისას აღნიშნა, მოსამართლის მიერ „კალენდარში ერთი ხელის გასმა შესაძლოა სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს“.

,,თქვენ თვითონვე შეაფასეთ ბრალდებულის მდგომარეობა, რომელიც ვერ მოდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩაატარეთ გასვლითი სხდომა, ან ჩაატარეთ სხდომა ხვალვე. რა პროცესი გაქვთ ისეთი, რომელიც დაყოვნებას ვერ მოითმენს და შუამდგომლობების განხილვაზე მეტად მნიშვნელოვანია? მე გთხოვთ და მოგიწოდებთ, ხვალ 1 საათი მაინც დაუთმოთ ამ შუამდგომლობის განხილვას, ადამიანი კვდება და კალენდარში ერთი ხელის გასმა შეიძლება სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს, ამიხსენით ასე როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ? განცხადების სახით ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ ადამიანი კვდება, ხვალ 1 საათი რომ ამ პროცესს დაუთმოთ არ გაქვთ შესაძლებლობა? რას აკეთებთ და სად მიდიხართ მერე ეს კაცი თუ კვდება? პროცესის დანიშვნაზე ვაჭრობად ღირს ადამიანის სიცოცხლე?“, - მიმართა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხებოდა, გადაიდო.

პროცესის გადადების მიზეზი პენიტენციურ სამსახურისა და ადვოკატების მიერ წარმოდგენილ ოქმებს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზი გახდა, რომელიც სააკაშვილის დასწრების გარეშე მტკიცებულებების განხილვას ეხებოდა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს