შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მიზნებისთვის, აკრედიტაციის კომისიის სხდომა გაიმართა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მიზნებისთვის, აკრედიტაციის კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, კომისიის წევრებმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის საგამოცდო ცენტრის შერჩევისა და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსის მაძიებელთა აკრედიტაციის საკითხები განიხილეს.

„კომისიამ, აკრედიტებული საგამოცდო ცენტრის შერჩევის მიზნით, ღია კონკურსში მონაწილე 2 საგამოცდო ცენტრის თაობაზე იმსჯელა. ასევე, განიხილა სტატუსის მაძიებელი აკრედიტაციის მინიჭების საკითხი, იმ 14 სასწავლო ორგანიზაციისთვის, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკრედიტაციის კომისიის სამდივნომ წინასწარ შეისწავლა და ადგილზე შეამოწმა, ფორმალური მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

აკრედიტირებულ პროგრამაზე სწავლების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით გაიცემა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო