დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მისი ქმედებიდან გამომდინარეა - საბედნიეროდ არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, საბედნიეროდ, მდგომარეობა არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით სერგეენკოსთან ერთად ის იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტროში, შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს, ასევე სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ექიმებს, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"პოლიტიკური მიზნებისთვის, გარკვეული სცენების გამართვისთვის ჩვენი მიწვევა აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიყავით გუშინ იმ მისამართზე, სადაც საჭირო იყო და მეტ ინფორმაციას მივიღებდით, მოვიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საყურადღებო, მაგრამ ეს ძირითადად მისი ქმედებიდან გამომდინარეა - ის ყველა საჭირო სერვისს იღებს და მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული.

მედიცინაში გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ყველას მხრიდან, გუნდის, პასუხისმგებელი პირებისგან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამას სამწუხაროდ, არ აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მიზნების გამო", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ეტაპზე მისი კლინიკაში გადაყვანის პროცესში მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება, ჩართულობა ისევ იქნება, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის.

"მაშინ მოვინახულეთ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ექიმებთან, მის პირად ექიმთან, ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან ერთად. მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის, სწორედ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაგვეყვანა კლინიკაში, მაგრამ ამის საჭიროება დღეს არ არ არსებობს. საჭიროების სწორედ განსაზღვრისთვის საჭიროა ექიმებმა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ქვიშის საათია ჩართული მისი ჯანმრთელობის საზიანოდ თუ უცხოეთშია გადასაყვანი,"- განაცხადა ხუნდაძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა