ონლაინკონფერენცია სახელწოდებით „საპენსიო რისკების მართვა და კონტროლი" TAIEX-ის მხარდაჭერით ჩატარდა

საპენსიო სააგენტოს ინიციატივით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4-5 მაისს, ორდღიანი ონლაინკონფერენცია ჩატარდა თემაზე: „საპენსიო რისკების მართვა და კონტროლი".

საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელმა ექსპერტებმა, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებს საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მართვასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.

„ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საპენსიო ფონდის მართვის და შიდა კონტროლის მექანიზმებზე, საინვესტიციო პოლიტიკის პრინციპებზე, რისკების ეფექტური მართვის მეთოდოლოგიებსა და პროცედურებზე, ასევე, შიდა აუდიტის და ანგარიშგების სისტემებზე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს