საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება - „გარბენი უკრაინისთვის“   გაიმართება

5 ივნისს, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“.

„გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 მაისს, 12:00 საათზე , სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi -ში პრესკონფერენცია გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

„5 ივნისს მონაწილეების ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

გარბენს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები და სპორტული ფედერაციები. ასევე, ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, biletebi.ge და უკრაინელი მოხალისეების ორგანიზაცია „გაერთიანება უკრაინისთვის”, - ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, კახეთში დაგეგმილი გარბენის გარდა, 5 ივნისს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები. საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ადგილზე მოეწყობა სცენა და გაიმართება უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა