ანონსი 6 მაისი

6 მაისს, 10:00 საათზე, „ფაბრიკაში" ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტივისტები დაესწრებიან.

მის: ნინოშვილის N8

მის: ნინო ნატროშვილი - 595 35 64 68; სალომე ბენიძე - 577 211 300

6 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ევროკავშირის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ფინეთის ელჩი და სხვები.

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

მის: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას 14

6 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელ ობიექტებზე მასშტაბური ინსპექტირება განახორციელა და სამართალდარღვევები გამოავლინა. რამდენად ხვდება პლასტიკის პარკები საცალო ქსელში და რა გავლენას ახდენს გარემოზე."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 მაისს, 11:30 საათზე , პარტია „ხალხისთვის“ პარლამენტთან რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსს ​გამართავს.

მის: პარლამენტის უკანა მხარე საშვთა ბიუროს შესასვლელთან.

საკონტაქტო: 598433023

6 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

6 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების კვარტალური შეხვედრა გაიმართება.

მის: ვარდების მოედანი

საკონტაქტო: 577 25 55 75

6 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართება.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი; TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი და დოქტორი - ფრენკ გილერტი (ონლაინ მიმართვა), ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე და სხვები.

მის: სააკაძის ქ.1

6 მაისს, 20:00 საათზე, „არტარეა“-ში (ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე) „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა