დონორები უკრაინას მხარდასაჭერად 6.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ჰპირდებიან

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორებმა უკრაინის მხარდასაჭერად 6,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

,,დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება და რომ აქ ჩვენში ეგოიზმი არ არის", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, დასკვნით სიტყვაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინისთვის გაწეულ თანხას უკრაინას მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქვეყნები, ბიზნესები და ბანკები დაჰპირდნენ.

როგორც BBC-ი იუწყება, მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ყოველდღიურად 12000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, მაგრამ ამჟამად საერთაშორისო ძალისხმევა მხოლოდ 3000 ტონას უზრუნველყოფს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს