ისრაელი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ჰიტლერის შესახებ ლავროვის კომენტარების გამო, ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომელიც ჰიტლერსა და ებრაელებს ეხებოდა, ბოდიში მოიხადა.

„პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, - ნათქვამია ბენეტის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საკუთარი ვერსია სატელეფონო საუბრისა, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ბოდიშის შესახებ.

კრემლის ცნობით, პუტინმა და ბენეტმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, მათ შორის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მზად არიან უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გასვლა "აზოვსტალიდან". კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა უბრძანოს „ბოევიკებს იარაღის დაყრა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა