ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას - მცირე დროის საქმეა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ეს გარდაუვალია

საუბარია პუტინის ტყვეზე და სამწუხაროდ, პროცესი მისი ტყვეობიდან გათავისუფლებისა არ აღმოჩნდა ხანმოკლე, მაგრამ ის აუცილებლად იქნება გათავისუფლბული. მე მაქვს ჩემს პარტიასთან ერთად, მხარდამჭერებთან ერთად კონკრეტული გეგმა, სტრატეგია, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, საზღვარგარეთ ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან „მუხლჩაუხრელი ბრძოლის განსახიერებაა“ და სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარულია.

„საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია ორი მყარი და მკვეთრი პოზიცია: ერთი, უკრაინასთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილის ტყვეობასთან მიმართებაში. დღეს უკრაინის გვერდით ვინც არ დგას, მიუხედავად არგუმენტებისა, ის დგას რუსეთის მხარეს. ეს პოზიცია არსებობს, ან შენ ხარ სწორ მხარეს, ან შენ ხარ ბოროტების მხარეს. იგივეა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ყველა აცნობიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვგულისხმობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუვერენული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც იყო დაპირისპირებაში ყველაზე ველურ ძალასთან 2008 წელს. როდესაც პუტინი ჩადის იმას, რასაც ჩადის უკრაინაში და ამ დროს საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა 2008 წელს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, არ უნდა იყოს ტყვეობაში და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში იქნება შესაბამის კლინიკაში საზღვარგარეთ გადაყვანილიო. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. როგორც არასოდეს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა არის ქართველი ხალხის გვერდით და დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობა უცხოელების მხრიდან დიახაც, გამოიხატება ამ ქვეყნის მომავლის ქომაგობაში და განსაკუთრებით 24 თებერვლიდან. ორი მხარე არსებობს, ან მხარე ხარ კრემლის, ან დასავლური თავისუფალი სამყაროსი და მიხეილ სააკაშვილი არის საზღვარგარეთ ბევრისთვის განსახიერება ბოროტებასთან მუხლჩაუხრელი ბრძოლის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ძალიან მცირე დროის საქმეა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, რაც ბუნებრივია შედის პუტინის და ივანიშვილის გეგმებში.

დიახაც, მობილიზაცია საერთაშორისო სწორი აზრისა უკვე არის სახეზე. ვფიქრობ, ძალიან მცირე დროის საქმეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი