ევროკომისიამ საკონსულო განყოფილებებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაფორმების წესს განმარტავს

ევროკომისიამ წევრი ქვეყნების საკონსულო განყოფილებებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაფორმების წესს განმარტავს. ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზეა განთავსებული.

კერძოდ, წესი უკავშირდება ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემის წესს მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, გარკვეულ პირებზე შეწყდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზების გაფორმების გამარტივებული პროცედურის დროებითი შეწყვეტა ეხება გარკვეულ პერსონებს, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის რეჟიმთან.

კერძოდ, ამ კატეგორიაში მოხვდნენ პირები, რომლებიც არიან რუსეთის ოფიციალური დელეგაციის წევრები, სახელმწიფო და რეგიონალური მთავრობების და პარლამენტის წევრები, რუსეთის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, რუსეთის დიპლომატიური პასპორტის მფლობელები, ასევე რუსეთის ბიზნესისა და საქმიანი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამავე ინფორმაციით, ამ პირებს არ ექნებათ უფლება ჰქონდეთ პრივილეგია ვიზების გაფორმებაზე.

აღნიშნული არ უკავშირდება რუსეთის რიგით მოქალაქეებს, რომლებიც კვლავაც ისარგებლებენ გამარტივებული სავიზო რეჟიმით.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა