ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ უკრაინაში ომი არ იყოს

ბელარუსი აკეთებდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არ იყოს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ Associated Press -თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ჩვენ ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი არ იყოს“ , - განაცხადა ლუკაშენკომ.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ბელარუსის დამსახურებით დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის.

„მე ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რა არის რუსეთის შეთავაზება უკრაინისადმი. მაგრამ უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც მიდის ფაქტობრივად ომი, საბრძოლო მოქმედებები, იღუპებიან ადამიანები, არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით - ისმის კითხვა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია ვაშინგტონში“ , - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს