ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

ევროპარლამენტის განცხადების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, ევროპარლამენტი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას მიესალმება და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, განაცხადის შეფასება სწრაფად დაასრულონ და მოლდოვას სრული დახმარება უზრუნველყონ.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია, ნათქვამია, რომ მოლდოვას, მეზობელ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი, არაპროპორციულად შეეხო.

აღნიშნული მიზნით, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებს, ქვეყანას მეტი მხარდაჭერა გაუწიოს, ახალი მაკროფინანსური დახმარების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების, ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით.

რეზოლუცია ასევე დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

პარლამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მიუღებელია, როდესაც რუსეთი, მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად გაზის მიწოდებას იარაღად იყენებს. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ კომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს მოლდოვას ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ასევე განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარების მხარდაჭერას მხარი დაუჭირონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს