ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან ვიდეო-კონფერენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ვნახე, შეერთებულ შტატებში ადამიანები სოციალურ ქსელებში როგორ გვეპყრობიან, ქუჩებში გამოდიან, უკრაინას დროშებით მხარს უჭერენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელ უკრაინელ ხალხს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

,,თქვენი სიმამაცე შემდგომი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გააგრძელებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, თუ განაგრძობთ ბრძოლას ისე, როგორც ახლა. თქვენს ქვეყანაში შემოიჭრა ძალები, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების მოკვლა სურთ და ის ფაქტი, რომ თქვენ მტკიცედ დგახართ, ამერიკელებს შთააგონებს", - განაცხადა ბუშმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.

კონფერენციას გამოეხმაურა "ტვიტერზე" ჯორჯ ბუში.

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დილით, პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან რამდენიმე წუთით საუბარი. პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მისი მაგალითისთვისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადე და უკრაინელი ხალხის გამბედაობას მივესალმე", - წერს ბუში

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა