უკრაინელმა სამხედროებმა რუსების თვითმფრინავი და 14 დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის თვითმფრინავი და 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„მტრის საბრძოლო ავიაცია აგრძელებს ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, 5 მაისის განმავლობაში საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ მინიმუმ 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურა, მათ შორის 14 „ორლანის“ ტიპის დრონი და ერთი თვითმფრინავი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა