პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროკავშირს ბლოკის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს, - ინფორმაციას “ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაზსადენის გახსნა გადამწყვეტი ნაბიჯია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

508 კმ სიგრძის მილსადენი, რომელიც პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს აკავშირებს, საბოლოოდ ორივე მიმართულებით წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას შეძლებს. რეგიონში არსებული კავშირების წყალობით, ევროპის გაზსადენის ფართო ქსელზე წვდომა ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთსაც ექნებათ.

„დღეს ჩვენ ვხსნით ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დედაქალაქ ვილნიუსთან გამართულ ცერემონიაზე.

„ეს არის პასუხი რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

შეგახსენებთ, პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად არის მთლიანად შეწყვიტოს რუსული გაზის იმპორტის, საჭიროების შემთხვევაში, ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გასული თვის ბოლოს ასევე განაცხადეს, რომ შეაჩერებენ რუსული გაზის იმპორტს და გამოიყენებენ თავიანთ რეზერვებს.

გაზსადენის მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაჯდა და ამ თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირმა დააფინანსა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა