განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის იდეა „გახადე განათლება უფრო მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი!“ ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტის” 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) იდეა სახელწოდებით “გახადე განათლება უფრო მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი!“ ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტის” 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, ქრაუდფანდინგი (Crowdfunding) დაფინანსების მოპოვების თანამედროვე გზაა ონლაინ სამყაროს მეშვეობით. ეს არის თანხის შეგროვების შესაძლებლობა საზოგადოების დახმარებით.

CDD-ის იდეა ითვალისწინებს ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა „კენწეროს“ მხარდაჭერას და მისი განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებას. იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხების შეგროვების კამპანია 18 აპრილს დაიწყო და 31 მაისამდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს პლატფორმა „კენწეროს“ განვითარებაში. კამპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კამპანიის მხარდაჭერით საზოგადოებას შეუძლია დაეხმაროს ახალგაზრდობას, მასწავლებლებს, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს და ზოგადად საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შეიძინოს ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც საჭიროა სწრაფად ცვალებად, გლობალიზებულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თვითრეალიზაციისთვის.

„კენწერო“ (kentsero.ge) ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმაა, რომელიც CDD-ის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მხარდამჭერები და დონორები არიან: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), აშშ-ს საელჩო საქართველოში, კანადის საელჩო, კანადის ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (CFLI), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, UNDP, და პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი. კენწეროს პარტნიორები კი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დემოკრატიის ლაბორატორია, სექტორი 3, საჯარო ბიბლიოთეკა, ფორბს ჯორჯია, ბიემჯი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია, ტელესკოლა - 1TV და სხვა.

კენწერო სულ რაღაც ერთი წლისაა და ინტერნეტ სივრცეში გაშვების დღიდან დღემდე შეიქმნა სამი ონლაინ სკოლა, 16 სასწავლო კურსი და 172 მოკლე ვიდეო ლექცია, რომელსაც სფეროს წამყვანი 78 სპიკერი უძღვება. კურსების დასრულების შემდეგ მსმენელები სერთიფიკატსაც იღებენ. გარდა სასწავლო კურსებისა კენწეროს გააჩნია ბლოგების, სახალისო ქვიზებისა და ვიდეო კონფერენციების შესაძლებლობა. კენწერო ეს არის ადგილი, სადაც სწავლა ძალიან ტკბილია და ამავდროულად სრულიად უფასოა. პლატფორმა სწავლის მაძიებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს საინტერესო და გასაგები ფორმატებით. კენწერო ქმნის შესაძლებლობას ისწავლო საუკეთესოებისგან, შეიძინო უნარები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს პასუხობს და ამის გაკეთება შეძლო სახლიდან გაუსვლელად.

თუკი CDD იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხის 30%-ს მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებს, თანხის 70%-ს USAID/Georgia-ს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით მიიღებს. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის USAID Civil Society Engagement Program - ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. იდეის მხარდასაჭერად გადადით ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი