საკრებულოში აჰმედ ჯავადის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, საკრებულოში აჰმედ ჯავადის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება „აჰმედ ჯავადი-კალმის უკვდავი რაინდი“ საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა, რომელმაც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, აჰმედ ჯავადის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნით გაიხსნა.

საღამოს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის დირექტორი, ლეილა ალიევა უძღვებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პოეტის 130 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს ვიხსენებთ დიდ აზერბაიჯანელ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს აჰმედ ჯავად ახუნდ ზადეს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთმა შემოქმედმა შექმნა მჭიდრო კულტურული კავშირი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის. დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ გამოვხატოთ და დავადასტუროთ კეთილმეგობრული დამოკიდებულება აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ.“ განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის ელჩის პირველი მოადგილე ელდარ ბაირამოვი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი მერაბ ჩუხუა, მწერალი/თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის აპარატის უფროსი ირაკლი შამათავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ აჰმედ ჯავადი აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, დაწერილი აქვს არაერთი ლექსი საქართველოზე და ასევე აზერბაიჯანული ჰიმნის ტექსტის ავტორია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა