კონფერენცია - „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა

ახალგაზრდების, სამოქალაქო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კონფერენცია - „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა საბა ფიფიამ.

ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“, - აღნიშნა ნანა გაბელიამ.

მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა.

,,არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“. განაცხადა გაბელიამ.

პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო