თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლების მობილიზაციისთვის მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან

როგორც გაბუნია განმარტავს, კოვიდის პროგრამაში იყო სამკომპონენტიანი ანაზღაურება. გამოყენებული მექანიზმი კი შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან.

"საწოლების მობილიზაციისთვის, რაც ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან. ეს მექანიზმი აღიწერა მთავრობის დადგენილებაში, ამის მიხედვით ვმუშაობდით. ეს ის მექანიზმია, რომელიც გერმანიამაც გამოიყენა პანდემიის მართვისთვის. ეს არის საწოლფონდის ანაზღაურება, სარეზერვო საწოლების გათვალისწინებთ. მიუხედავად იმისა, კონკრეტულად იმ მომენტში საწოლი დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება, გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ხარჯს მოელის კლინიკა როგორც კომუნალურების გათვალისწინებით, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით. ეს იყო მექანიზმი რაც გამოვიყენეთ.

ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებად მდგომარეობაში, მობილიზებული ჰყავდეს სამედიცინო პერსონალი.

კოვიდის პროგრამაში იყო სამკომპონენტიანი ანაზღაურება, ერთი ბაზისური - მობილიზებული საწოლებისთვის, მეორე - პერსონალის დანამატი, მესამე- ფაქტიური ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. რა თქმა უნდა, აუდიტის შედეგები ყველასთვის გახდება ცნობილი, თუ რაიმე ზედმეტი დანახარჯი იყო, ან არასწორად აღრიცხული დანახარჯი, რაც ასევე შესაძლებელია მოხდეს იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რაც კლინიკებს ჰქონდათ გასული 2 წლის განმავლობაში. მექანიზმი, რომელიც პროგრამამ გამოიყენა, აღწერილია სახელმწიფო პროგრამაში", -აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო თანხების არამიზნობრივად გამოყენებაზე ვერ ისაუბრებს ვიდრე აუდიტის დასკვნა არ გამოქვეყნდება.

"მსგავსი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება, ვიდრე არ იქნება აუდიტის შედეგები. კლინიკებს მიზნობრივად ურიცხავდნენ იმ თანხებს, რომელიც გაწერილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. სხვანაირად სახელმწიფო ინსტიტუცია და გადამხდელი, როგორიც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა, ერთ თეთრს ვერ გადაიხდის, თუ ეს არ არის გაწერილი პროგრამის ფარგლებში. რამდენიმე კლინიკაშია აუდიტი, ერთდროულად მიმდინარეობს პროცესი. ესეც ერთ-ერთი სტანდარტული პროცესია, რომ ვიცოდეთ, რა დაიხარჯა და რა მიმართულებით. ის ხარჯი, რაც სახელმწიფო პროგრამით იყო დადგენილი, რეალურად იყო მიზნობრივად და პაციენტების ინტერესებზე",- აღნიშნავს გაბუნია.

გარდა ამისა მან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ " რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი წევრი სახლში არ წასულა და პოზიციურად გადანაცვლდნენ".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს