თამარ გაბუნია - თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და კოვიდის საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, თენგიზ ცერცვაძესთან ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია.

“ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე ერთადერთი მიზეზით, „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“. როგორც ის განმარტავს, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა