პარტიამ “ხალხისთვის” პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა გააპროტესტა

პარტიამ “ხალხისთვის” პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა, რითაც რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენა გააპროტესტა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქცია პერფორმანსის დროს მათ ადგილზე მიიტანეს მავთულხლართები, სადაც ის მონაცემები იყო დატანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ ეკონომიკურ ექსპანსიას გამოხატავს.

“საქართველოს პარლამენტი თავს არიდებს და გულგრილია ეკონომიკური ოკუპაციის მიმართ,” - განაცხადა პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ამასთან, პარტიის ცნობით, მათ 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და ხელმოწერების საფუძველზე საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს, რომლითაც ისინი საქართველოს ბინადრობის მოსაპოვებლად გადასახდელი ზღვრის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებით დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

ანა დოლიძის თქმით, იმის ფონზე, რომ, თითქმის 1 თვეა გასული საკანონმდებლო წინადადების შეტანიდან, პარლამენტის მხრიდან რეაგირება არ ხდება. ამის პარალელურად კი, მათთვის ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა იანვრიდან - მარტის თვემდე 500- მდე უძრავი ქონება უკვე შეიძინეს.

„რა თქმა უნდა, ეს ციფრი რეალურად უფრო მეტია. შესაბამისად, ჩვენი წინადადების საკითხი კიდევ უფრო მწვავდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტისგან ვერ ვიღებთ ვერავითარ რეაგირებას, გარდა დუმილისა. ახლა საჭიროა მთავრობის მოქმედება პოტენციური ეკონომიკური ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ აქ შევიკრიბეთ დღეს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ საქართველოს პარლამეტს, იმოქმედონ დროულად ეკონომიკური ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად,” - განაცხადა დოლიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს