ილია დარჩიაშვილი - შედეგიანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პრემიერს პოლონეთში, რომლის მიზანიც უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარების და შესაბამისი რესურსების მობილიზება იყო

ძალიან შედეგიანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს პოლონეთში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარების და შესაბამისი რესურსების მობილიზება იყო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტი ჰქონდა პოლონეთის დედაქალაქში. ჩვენ იქ კონკრეტული მიზნით ვიყავით ჩასული, რაც გულისხმობდა უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას და ამ მიმართულებით ძალიან შედეგიანი და კონკრეტული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერს და სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული მთლიანი ვიზიტი“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა