საქართველოში დაზღვევის კვირეული გაიმართა

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოში დაზღვევის კვირეული გაიმართა.

1997 წლის 2 მაისს საქართველოში პირველად იქნა მიღებული და ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს. ამ თარიღიდან 25 წლის შემდეგ საქართველოში დაწესდა დაზღვევის დღე.

მთავარი ღონისძიება გაიმართა 2 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“. ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წარუძღვა „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი, CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი, რომელმაც სტუმრებს გააცნო სამსახურის მიერ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური განათლების ამაღლების ამოცანის კომპლექსურობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას 2020 წელს შეუერთდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდენენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

დაზღვევის კვირეულის ფარგლებში, „ფინედუსა“ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ასევე, სადაზღვევო ასოციაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა კონკურსი, რომელიც მიეძღვნა 2 მაისს - დაზღვევის დღეს საქართველოში. 2 მაისის ღონისძიებაზე, კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო