თამარ გაბუნია - საქართველოში მოსახლეობის 34%-ია ვაქცინირებული,  ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 100-150 შემთხვევას არ აღემატება

საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 100-150-მდე მერყეობს.

„საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა. შემთხვევების გამოვლენისთვის ტესტირება გრძელდება. დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 100-დან 150 შემთხვევას არ აღემატება. კვირაში ერთხელ გამოქვეყნება ჯამური სტატისტიკა. კვლავ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და გაფართოება. ჩვენ დღეს მოსახლეობის 34% გვყავს ვაქცინირებული, რაც არ არის საკმარისი დაცვისთვის, თუ კვლავ იქნება გარკვეული მუტაციის რისკი",- აღნიშნავს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა