კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები იმიტომ გახანგრძლივდა, რომ არსებული ბაქანი ავარიული იყო.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები მინდინარეობს, როგორც კი დამთავრდება, გაიხსნება. არსებული ბაქნის ავარიულობის გამო, რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, რაც დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთა. როდესაც გეუბნებიან, რომ რეაბილიტაციას ვერ ექვემდებარება, კეთილი უნდა ინებო და ახალი უნდა გააკეთო, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს მეტროთი, ასი თასობით ადამიანი გადაყავს დღის განმავლობაში და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურზე „გოცირიძე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს