კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაახლოებით 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მუშაობა დაწყებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა არის და ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მუშაობა დაწყებულია. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ავარიული შენობა-ნაგებობები გამართული და თანამედროვე ქართული არქიტექტურით უნდა ჩანაცვლდეს.

„ავარიულ შენობებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. ძალიან მალე გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ გავიგოთ, ვინ იქნება კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია და ვინ განახორციელებს პროექტს. ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ინტერესია ამ პროექტის განხორციელების მიმართ. 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა არის ქალაქში, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული მაგრამ არის ისეთი შენობა-ნაგებობებიც, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი შენობებიდან გაყვანილი გვყავს ადამიანები ქირით. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ თანხებთან არის ყოველწლიურად დაკავშირებული. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩავუნაცვლოთ ავარიული შენობა-ნაგებობები გამართული, თანამედროვე ქართული არქიტექტურით“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა