„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად, ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას, ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები.
დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8
„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი - შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით.
მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს მხარი მეტად დავუჭიროთ. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, ბიზნესების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი.