ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათი მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის, რამაც, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით აღებული ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარების საშუალება მოგვცა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ, არის გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის მიღება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მექანიზმის შექმნას. გარემოსა და ჯანდაცვის საკითხები მჭიდრო კავშირშია. ჯანსაღ გარემოში ცხოვრება უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღინიშნა, რომ ახალი პროექტი შესაბამის უწყებებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი სტანდარტების და რეგულაციების იმპლემენტაციაში დაეხმარება, რაც ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე უმთავრესია.

„პროექტის „ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“ ძირითადი მიზნებია საქართველოს შესაბამის უწყებებს დაეხმაროს, ევროკავშირთან ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება ხუთი საკვანძო ელემენტის რეალიზებით განხორციელდეს. ესენია: ჯანმრთელობისა და თანასწორობის ხელშეწყობა, სექტორთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა, ყველა პარტნიორისთვის თანასარგებლის შექმნა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაუმჯობესება, სტრატეგიული და პროცედურული ცვლილებების უზრუნველყოფა.

პროექტი ასევე, გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების, საზოგადოების ჩართულობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, გარემოს ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან ჰარმონიზება განხორციელდება.

პროექტს, რომლის ხანგრძლივობა 24 თვეს შეადგენს, ევროკავშირი აფინანსებს და საფრანგეთის საჯარო სააგენტოს „საფრანგეთის ექსპერტიზა“ (Expertise France) და ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის (THL) მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას საფრანგეთისა და ფინეთის რესპუბლიკების ელჩები საქართველოში, ევროკავშირის საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პროექტში მონაწილე საფრანგეთისა და ფინეთის პარტნიორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს