რევაზ სოხაძე - თბილისის საკრებულო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  წესს დაამტკიცებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა

დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას - ავარიული სახლების ჩანაცვლების წესს მიიღებს. მოხარული ვარ, რომ გახლავართ იმ გუნდის წევრი, რომელმაც კახა კალაძის მერობის პერიოდში, პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს ქალაქს ბოლო 30 წელია აწუხებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მან იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ავარიული კორპუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის უკვე გადადგმულია.

„უკვე რამდენიმე თვეა, ამ მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს საკრებულო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესს დაამტკიცებს, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა.

დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, ორმაგად მოხარული ვარ, რადგან სამგორის რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც გახლავართ, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. ხალხი მოუთმენლად ელოდება, თუ როდის დაიწყება პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი, რომლის განხორციელებაც კახა კალაძის მერობის პერიოდში, ჩვენი გუნდის დიდი ძალისხმევით დაიწყო, სწრაფი ტემპებით გაგრძელდება და რაღაც დროის შემდეგ, თბილისში ავარიული კორპუსები აღარ იქნება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა