„ქართულ - უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა“ და საქართველოს მასტერლიგის ერთობლივი საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი - STRONGER TOGETHER გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ალიანსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 19 აპრილს მზიურის განახლებულ საფეხბურთო მოედანზე სტარტი აიღო „ქართულ- უკრაინული თანამეგობრობის ალიანსისა” და საქართველოს მასტერლიგის ერთობლივმა საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირმა - STRONGER TOGETHER.
„ტურნირი მიზნად ისახავს, საქართველოში იძულებით გადაადგილებული რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას და პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათ საჭიროებებს.
გახსნის ღონისძიებას მოწვეული სტუმრის სტატუსით დასწრნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, ცნობილი ქართველი ფეხბურთელები , საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის საკონსულოსა და მერიის წარმომადგნელები.
უკრაინული წარმოშობის ქართველმა წამყვანმა მარგო ლუჩკომ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ დონეცკში დავით ბოჭორიშვილმა გამამხნევებელი სიტყვით უკრაინულ ენაზე მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
ტურნირის გახსნით თამაშზე, გუნდის წევრები მოედანზე ქართველი და რუსეთ-უკრაინის ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების თანხლებით გამოვიდნენ.
ტურნირის გახსნითი ღონისძიება „ერისონის“ მიერ შესრულებული ქართული და უკრაინული ჰიმნით დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობას: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის- საფეხბურთო გუნდი, Sector 27, ლისი დეველოპმენტი, ანაგი დეველოპმენტი, Aptos,ზედაზენი, არქი.
ტურნირი გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება და 9 მაისს, საფინალო საგზურისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან Sector 27 და ლისი დეველოპმენტი, მასტერ ლიგას გუნდი და Aptos“,- ნათქვამია ინფორმაციაში.