ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესს საიდუმლო სპეცოპერაციად განიხილავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გასაიდუმლოების შესახებ სამართლებრივი არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური უმწიფრობის ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს - პოლიტიკურად ამგვარი ნაბიჯი არის საკუთარი მოქალაქეების უკიდურესი უპატივცემულობა და ღრმად ანტიდემოკრატიული ქმედება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად საჯარო და დემოკრატიულ ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოს ხელისუფლება საიდუმლო სპეცოპერაციად განიხილავს.

„რაც შეეხება იურიდიულ მხარეს - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული, ან გაგზავნილი ყველა ინფორმაცია/დოკუმენტი არის საჯარო ინფორმაცია, თუკი სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას ანდა პირად მონაცემებს არ შეიცავს და გრიფირებული არ არის. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნისას იგი უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, ან არაუმეტეს 10 დღეში. რაც შეეხება გრიფირებას, მასაც თავისი წესი აქვს და ამ პასუხების გრიფირება ნამდვილი აბსურდი იქნებოდა.

პოლიტიკურად ამგვარი ნაბიჯი არის საკუთარი მოქალაქეების უკიდურესი უპატივცემულობა და ღრმად ანტიდემოკრატიული ქმედება. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ გასაიდუმლოების გადაწყვეტილება თავად პასუხების შინაარსს საერთოდ უკარგავს აზრს, რადგან ევროკავშირის პრინციპებთან და ღირებულებებთან საქართველოს ხელისუფლების რადიკალურ შეუთავსებლობას თავშივე წარმოაჩენს. სწორედ ასე იქნება აღქმული ეს ნაბიჯი ევროკავშირში,“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა