გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს. დეპუტატმა ასევე, ახალგაზრდებთან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები მიმოიხილა.

მათივე ცნობით, გიორგი ხოჯევანიშვილმა, სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება ახალგაზრდულ ინიციატივებსა და მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა.

ყურადღება ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას დაეთმო.

დეპუტატმა სტუდენტებს „ახალგაზრდობის სააგენტოს" და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდების მხრიდან ასეთი საინტერესო მიდგომები იგრძნობა. ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მე გამოვხატავ მზაობას, რომ მომავალში თითოეული ახალგაზრდის გვერდით ვიყო," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა