„გაათავისუფლეთ პუტინისა და ივანიშვილის პატიმარი, ახალი საქართველოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი“ - ამ მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

„გაათავისუფლეთ პუტინისა და ივანიშვილის პატიმარი, ახალი საქართველოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი“ - ამ მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარდამჭერებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მისამართით სკანდირებენ: „გამოდი, გამოდი”. ისინი პრეზიდენტს „მოქმედებისკენ მოუწოდებენ” და აცხადებენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა ამ ეტაპზე მას შეუძლია.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს ის ბერკეტი, რომლითაც ქვეყანაში ვითარებას განმუხტავს.

„ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ თვლის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს, პირიქით, განმუხტავს და პროცესებს პოლიტიკურ ჭრილში ჩასვამს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, რომ პოლიტიკური პარტიები დაკავებული იყვნენ პოლიტიკური საქმეებით, მაშინ როცა გვაქვს მოცემულობა, რომ გადასარჩენი გვყავს მესამე პრეზიდენტი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მანამდე კი, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამო საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი