გორის რაიონულ სასამართლოში კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ, "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, შალვა კაკაურიძემ გორის რაიონული სასამართლოში გახსნეს სასამართლო მედიაციის ცენტრი.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, რეგიონულ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება.

„გორის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით“, - ნათქვამია „მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა