რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში დელეგაცია გაემგზავრა

მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს - დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში დელეგაცია გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები, კერძოდ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.

„დელეგაციის წევრები ეწვივნენ კახის რაიონს, სადაც წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღავლინეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა.

ქადაგების ბოლოს, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, რომლის დიდი დამსახურებაცაა, მეუფის თქმით, დელეგაციის სტუმრობა კახში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო